Робота для біженців з України
მორიგე რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო ბარათების წარმოება;
** დღის მანძილზე პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივნისი.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მორიგე რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე