დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელტეგი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.elteg.ge
კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: #41 ქეთევან წამებულის გამზ., #0103 თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000-2500 (NET) ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + კვარტალური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა, გაწერა და მონიტორინგი
** ფინანსური ანალიზის და ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისა და აუდიტისთვის
** კომპანიის შემოსავლისა და ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ფულადი ნაკადების მართვა (Cash Flow Management)
** საგადასახადო ვალდებულებების დროული აღსრულება და კომუნიკაცია ბუღალტრულ ჯგუფთან
** საბანკო და სალარო ოპერაციების კონტროლი
** პარტნიორებთან (მიმწოდებლები, გადამზიდავები, სერვის-ცენტრები და ა.შ.) ფინანსური ურთიერთობების მართვა
** ფინანსური რისკების შეფასება და მინიმალიზაციის რეკომენდაციები
** კონტრაქტების ფინანსური პირობების გადამოწმება და ანალიზი
** მომარაგების, ტრანსპორტირების და მონტაჟის პროცესების ფინანსური მხარდაჭერა და ანალიზი
** წლიური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით (სასურველია ტექნიკურ ან ლოგისტიკურ კომპანიაში)
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და შრომის კოდექსის ცოდნა
** ფინანსური პროგრამების (მაგ: Excel (advanced level), 1C, Oris, SAP ან ანალოგები) ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველი)
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|