Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"კარგო ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოჭრილი ხელფასი (1000 ლარი) + ბონუსები;
** საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
** მეგობრული გუნდი, რომელიც მხარს გიჭერთ ყველა ეტაპზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
** მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის პროდუქციის/მომსახურების პრეზენტაცია;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:

** აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანსპორტო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად)
** აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** არის აქტიური და შრომისმოყვარე;
** ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისურ.

სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: contact@cargologistgroup.ge

საკონტაქტო ნომერი: +995 558 599128.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 12.07.2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე