Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ზავაია ჰოლდინგ გრუპ
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
უძრავი ქონების მართვის კომპანია "Zawayia Holding Group" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)
ანაზღაურება: 1750 ლარი (ნეტი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, განცხადებები, ბრძანებები, შინაგანაწესი და სხვა) მომზადება, კორექტირება და მართვა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების შიდა იურიდიული კონსულტაციების უზრუნველყოფა;
** დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ;
** სამართლებრივი მხარდაჭერა პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე;
** კომპანიის საქმიანობაში წარმოშობილი იურიდიული საკითხების დროული და კომპეტენტური გადაწყვეტა;
** თანამშრომელთა ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა (შრომითი, სამეწარმეო, სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით);
** იურიდიული პოლიტიკის, პროცედურებისა და რეგულაციების შემუშავება/განახლება/მართვა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა HR გუნდთან ერთად;
** HR გუნდის კონსულტირება შრომითი ურთიერთობების, დისციპლინური საკითხებისა და შიდა დოკუმენტაციის მართვასთან დაკავშირებით;
** ბიზნეს-მოლაპარაკებებსა და კომპანიის კომუნიკაციურ პროცესებში ჩართულობა იურიდიული მხარდაჭერის თვალსაზრისით;
** ოფიციალური კორესპონდენციის, ნებართვების, რეგისტრაციებისა და სამართლებრივი პროცედურების კოორდინაცია შესაბამის ორგანოებთან, პარტნიორებთან და მესამე პირებთან;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და რისკების შეფასება;
** იურიდიული შინაარსის ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** სასურველია გქონდეთ იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** განვითარებაზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური მუშაობის უნარი სტრესულ გარემოში;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა.
** ინგლისურად და ქართულად გამართულად საუბრის, კითხვისა და წერის უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@zawayiaholdinggroup.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე