Робота для біженців з України
ტენდერი სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის მოწოდებაზე
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
თანდართული ფაილი: 641627_tender_4107980.zip
ფონდი "აფხაზინტერკონტი" აცხადებს ტენდერს "სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის" მოწოდებაზე.

თანდართული ფაილი: ლოტი 1 დან ლოტი 4-ის ჩათვლით.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები- იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი.

ორგანიზაციის მისიაა - ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს, "სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში" ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის/ების შერჩევას, რომლებიც განახორციელებენ "სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის" მოწოდებას (დამატებითი დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დანართებში).

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას სატენდერო წინადადება 2 კონვერტად (დედანი და ასლი), სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ განიხილება.

წინადადების შემომტანმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ პროდუქციაზე საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 1 წლის ვადით და შემოთავაზებული საგარანტიო ვადით უნდა ჰქონდეს აღნიშნულ პროდუქციაზე სერვისის განხორციელების საშუალება. არსებული ტენდერი დაინტერესებულ კომპანიებს აძლევს საშუალებას იკონკურსონ როგორც ყველა ასევე ინდივიდუალურ ლოტზეც.

წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული კონვერტით თითოეულ ლოტზე ინდივიდუალურად: (ლოტი 1 FA-AIC-015, ლოტი 2 FA-AIC-015, ლოტი 3 FA-AIC-015, ლოტი 4 FA-AIC-015,), ქვემოდ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე.

ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC), ნინოშვილის ქ. #27 (101), ქუთაისი, 4600, საქართველო. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ქვემოდ მოცემულ ტელეფონებზე არაუგვიანეს 2025 წლის 18 ივნისისა.

მობილური: 593 30 79 69 გიორგი ცხვედიანი

(გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს)

დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე