დასახელება:
სისტემური ინჟინერი - Linux
|
მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური ინჟინერი (Linux).
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაცია, მენეჯმენტი, ადმინისტრირება, პერიოდული განახლება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სისტემის სერვისების წარმადობის ანალიზი და დატვირთულობის განსაზღვრა;
** მის ადმინისტირებაში მყოფი სისტემების სარეზერვო კოპირება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენა;
** Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გარჩევა და დანერგვა, უფროს სისტემურ ინჟინერთან და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით;
** მის მიერ მართვად სისტემებზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სისტემის არქიტექტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** სააგენტოში ყოველდღიურად შემოსული ინციდენტების დროული დამუშავება და მოგვარება;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა;
** დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** Enterprise Linux - (RHEL/CentOS) სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Kubernetes, Docker, Jenkins, Gitlab-თან მუშაობის ცოდნა და მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** BIND, PowerDNS, dnsdist, HAProxy, Squid, NGNX, Apache, Redis, Kafka სისტემების საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** Blade სისტემებთან და SAN Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** HTTP პროტოკოლის საფუძვლიანი ანალიზის უნარი;
** IPS და WAF სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** IPTable-თან მუშაობის გამოცდილება;
** Linux ოპერაციული სისტემის კომპონენტების საფუძვლიანი ცოდნა;
** Object Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება (S3, SWIFT, CEPH);
** OSI მოდელის საფუძვლიანი ცოდნა;
** SAN ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება;
** SELinux - უსაფრთხოების მოდულთან მუშაობის გამოცდილება;
** UNIX/Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** VMware-ის პროდუქტების (vSphere, vCenter, ESXi, vSAN) ზოგადი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** Wireshark-თან მუშაობის გამოცდილება;
** აუტენტიფიკაციის მექნიზმების გამოყენების გამოცდილება (Kerberos, LDAP);
** კრიპტოგრაფიულ სისტემებთან მოშაობის გამოცდილება (PKI, TLS);
** მაღალი მდგრადობისა (HA) და დატვირთვის ბალანსირების (Load Balansing) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სარეზერვო ასლების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Veeam Backup & Replications, PowerProtect Data Manager);
** სასურველია Cloud (AWS, Azure, GCP) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია RHCSA, RHCE სერტიფიკატის ფლობა;
** სერვისების და სისტემების მონიტორინგის გადაწყვეტილებების ადმინისტრირების და მოხმარების გამოცდილება (PRTG, Netflow, Elasticsearch, Checkmk, Grafana, Prometheus, Zabbix, Veeam One);
** სისტემების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Ansible, Terraform);
** სკრიპტების (Bash, Python) წერის გამოცდილება;
** ჰიპერკონვერგენტულ (HCI) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.
უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სისტემური ინჟინერი (Linux)"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|