Робота для біженців з України
ქსელის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ქსელის ადმინისტრატორი.

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელის ინფრასტრუქტურის დაპროექტებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ქსელური მწარმოებლების აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირება, არსებულ ინფრასტრუქტურასთან შესაბამისობის გათვალისწინებით;
** ქსელის დიზაინის და არქიტექტურის განსაზღვრა (LAN, WAN, VPN, Data Centers, Multiple sites, Remote offices);
** ქსელის სეგმენტაცია ACLs, VLANs, DMZs, და Zero Trust პრინციპების მიხედვით;
** ქსელური დიაგრამების დოკუმენტირება, კონფიგურაციების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა, ქსელის არქიტექტურაში და სხვადასხვა სეგმენტებში ცვლილებების დოკუმენტირება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის წარმადობის რეპორტების უზრუნველყოფა;
** ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და ხარვეზების აღმოფხვრა (Latency, Packet loss, Bandwidth congestion, Hardware failures…)
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** კომპლექსური ქსელის ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Firewall-ებთან (Stateful, Next-Gen Firewalls) და VPNs (IPSec, SSL, MPLS VPNs) მუშაობის გამოცდილება;
** IDS / IPS / WAF (Intrusion Detection / Intrusion Prevention Systems / Web Application Firewall) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** OSI მოდელის ცოდნა;
** Route redistribution, Policy-based routing, QoS (Quality of Service) კონფიგურირების გამოცდილება;
** SNMP, Wireshark, NTP, SYSLOG-თან მუშაობის გამოცდილება;
** WIFI ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების გამოცდილება (site surveys, RF analysis, access point placement, and coverage optimization); WPA3 security, 802.1X.
** დინამიური როუტინგ პროტოკოლების ცოდნა: OSPF, BGP, EIGRP, RIP;
** ინფრასტრუქტურის სხვა გუნდებთან კოორდინაცია სხვადასხვა გადაწყვეტების დანერგვის ან/და პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში (სისტემური ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორები, ქსელური უსაფრთხოების გუნდი)
** მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PRTG, Netflow, Cacti, WhatsUP Gold);
** მწარმოებლების (Cisco, Radware, HP, Juniper, Fortinet, Palo Alto, etc.) ქსელური მოწყობილობების ადმინისტრირების გამოცდილება;
** პროტოკოლების ცოდნა: VLANs, Inter-VLAN routing, Trunking, Spanning Tree Protocol (STP), LACP, HSRP/VRRP;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - " ქსელის ადმინისტრატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე