Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: Express Capital+
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital+" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital+" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.

"ექსპრეს კაპიტალ +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: მოლარე-ოპერატორი - ბათუმში

ძირითადი მოვალეობები:

** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** სალარო ოპერაციების წარმოება (სესხის გაცემისა და დაფარვის ოპერაციების წარმოება, და ა.შ)
ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;
** AML პროცედურების შესრულება, მათ შორის KYC გამოკითხვა და შესაბამისი კითხვარის შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართული მეტყველება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
** სასურველია სხვა ენების - ინგლისური, თურქული, რუსული ენის ფლობა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე 09:30-18:30, შაბათი - 10:00-14:00 სთ
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი ვადა 1-დან 6 თვემდე
** სრული მატერიალური პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (აუცილებელია რეზიუმეში იყოს ფოტოსურათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე - ოპერატორი
- ბათუმში და სასურველი ხელფასის ოდენობა

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე