Робота для біженців з України
მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ვინ ვართ ჩვენ:

"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ვაცხადებთ ვაკანსიას მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მომხმარებლის მხარდაჭერის სპეციალისტის მთავარი მიზანია უზრუნველყოს უმაღლესი დონის მომხმარებლის მხარდაჭერა და ინოვაციური ციფრული პროდუქტების ეფექტური დანერგვა. სპეციალისტი აქტიურადაა ჩართული მომხმარებლისთვის ტრენინგების ჩატარებაში, მათ საჭიროებებზე დროულ რეაგირებაში და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაში. იგი მხარს უჭერს გუნდის ლიდერს და უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს მომხმარებლებთან პროდუქტის გამოყენების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება როგორც დისტანციურად, ასევე საჭიროებისამებრ ადგილზე ვიზიტით;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხით (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) და დროული რეაგირება მათ მოთხოვნებზე;
** პროდუქტის დანერგვის პროცესში მომხმარებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** შემოსული ზარების მიღება, დროული გადამისამართება და ზარების რეგისტრაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
** ჩატარებული ტრენინგების დეტალური აღრიცხვა და დოკუმენტირება;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი გუნდის ლიდერისთვის;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და მოლოდინების შესწავლა, მათზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
** მომხმარებლის გამოცდილების სხვადასხვა ეტაპის ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პროდუქტების გამოყენების პროცესის აღწერა და მომხმარებლის გზის რუკების (user journey) შედგენაში მონაწილეობა;
** პროდუქტების დანერგვის პროცესში მომხმარებლებისთვის საჭირო ინსტრუქციების და სახელმძღვანელოების მომზადება;
** ახალი იუზერების შექმნა და რეგისტრაცია პლატფორმებზე;
** ახალი თანამშრომლებისთვის ციფრული სისტემების (CRM, პლატფორმები და სხვა) გაცნობა და სწავლება;
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი ანალიზი გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ტექნოლოგიების ან კომუნიკაციების მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან მუშაობის, მომსახურების ან ტრენინგების ჩატარების მიმართულებით
** ტექნიკურ პლატფორმებთან და ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერითი)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 57.
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ 1200.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 12 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე