Робота для біженців з України
სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"EasyWay" ქვეყნის ლიდერი ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საკურიერო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

"EasyWay" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

ვეძებთ, მოტივირებულ ახალგაზრდას ერთ თვიანი სტაჟირების პროგრამით, რომელიც შეისწავლის ბუღალტრულ ოპერაციებსა და დოკუმენტაციის წარმოებას საბუღალტრო პროგრამაში, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

ვაკანსია: სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში

კომპანიის ვებ-გვერდი: https://easyway.ge/ka
მდებარეობა: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N7
სამუშაო განაკვეთი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე, დასაქმების პერსპექტივით.
ვაკანტური პოზიცია: მთავარი ბუღალტრის ასისტენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკის, ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel);
** სასურველია გავლილი გქონდეთ ბუღალტრული აღრიცხვის კურსი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში, რომელსაც შეისწავლით ადგილზე.
** მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ
მისამართზე: hr@easyway.ge. Subject-ში მიუთითეთ: "სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში" ან შეავსოთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://easyway.bo.ge/recruit/form/87c2e2898a54d808d201388e765e88b2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე