Робота для біженців з України
ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივნისი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას - ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი;
** მონიტორინგის შედეგების პროგრამაში ასახვა;
** მონიტორინგის შედეგებზე დაყრდონით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Excel, Word

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დროის მართვა;
** მიზანდასახულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე