დასახელება:
მძღოლი
|
მომწოდებელი:
ჯითისი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, იოსებ ნონეშვილის 63გ
თანამდებობის დასახელება: მძღოლი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საკუთრებაში მყოფი ტექნიკით ტვირთის გადაზიდვა;
** პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის სატვირთო მანქანის საშუალებით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის ჩაბარება;
** კომპანიის მიერ გადმოცემული ტექნიკისა მოვლა-პატრონობა;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტების და ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია B/C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანაზღაურება ფიქსირებული - 1300 ლარი
ბენეფიტები: კორპორატიული დაზღვევა და ულიმიტო სასაუბრო დრო
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.gtcgroup.ge/ka
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|