დასახელება:
არქიტექტორ-დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ დიზაინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის ბინების ინტერიერის ნახაზების მომზადება (ელექტრობის და გათბობის წერტილების ჩვენებით);
** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის კომერციული სართული- (ების) გეგმარება;
** სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა და სპეციფიკაციების ჩამონათვალის გაკეთება;
** მოთხოვნის შესაბამისად კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ბინის, ოთახების ზომების, კვადრატულობების და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ;
** კლიენტისთვის პროექტით გათვალისწინებული ბინის გეგმარების და საინჟინრო წერტილების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან ერთად ახალი გეგმარების შედგენა, ტიხრების, ელექტრო და საინჟინრო გაყვანილობების ცვლილება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა საინჟინრო საკითხებში, ისეთები როგორიც არის ელექტრობა, ვენტილაცია, გათბობა-გაგრილების და წყალ-კანალიზაციის სისტემები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პოზიციაზე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცოდნა და შესაძლებლობა იმსჯელოს ბინის გეგმარებაზე და ტექნიკურ საკითხებზე, ისეთები როგორიც არის ელექტრობა, ვენტილიაცია, გათბობა-გაგრილება და წყალ-კანალიზაცია;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს წაიკითხოს და შეცვალოს დამპროექტებლების ნახაზები;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს მინიმალური სქემატური ელექტრო ნახაზის შექმნა, სადაც დატანილი იქნება განათებები, როზეტები და ჩამრთველები. უნდა შეეძლოს მათი აღნიშვნის შექმნა და განშლებზე დატანა, კოორდინაცია სხვადასხვა საინჟინრო გაყვანილობებთან;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), Photoshop Adobe Acrobat Pro პროგრამების ცოდნა.
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eGIyZuKb.
|
|
|
|