Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელოვნური ზედაპირის მასალას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: 09:30-18:30 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი (შეიძლება ბოლო კურსის სტუდენტიც);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (ფორმულები, ფილტრები, ცხრილები);
** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა;
** დოკუმენტური წესრიგის დაცვა და მოწესრიგებული არქივის წარმოება;
** პუნქტუალობა, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1.ზედნადებების კონტროლი:

** მიღებული ზედნადებების (შესყიდვები) გადამოწმება და პროგრამული ასახვა;
** შიდა გადაზიდვის ზედნადებების კონტროლი საწყობებს შორის (შედარება მოძრაობებთან;
** გადაზიდვის დოკუმენტების არქივირება;

2. საბანკო გატარებები;

** საბანკო ამონაწერების ყოველდღიური დამუშავება და გატარება საბუღალტრო სისტემაში;
** გადარიცხვების დანიშნულების სიზუსტის შემოწმება;
** ურთიერთდარიცხვების კონტროლი და ასახვა პროგრამაში.

3.სალაროს ოპერაციები:

** სალარო მიღება-გაცემის ოპერაციების კონტროლი;
** სალარო ნაშთის კონტროლი, ყოველდღიური ბალანსის შენარჩუნება.

4. ჩამოწერის დოკუმენტების წარმოება:

** საწვავის გაცემის საფუძველზე განახორციელოს მისი შიდა მოხმარებაზე ჩამოწერა შესაბამისი აქტის მიხედვით;
** აწარმოოს დანადგარებისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალების (მაგ. პირები, წებოები, ზეთები და სხვ.) ჩამოწერის აქტები — რეალური მოხმარების შესაბამისად, ხელმძღვანელის მითითებით;
** უზრუნველყოს ჩამოწერის აქტების ფორმალურად და პროგრამულად სისწორე;
** გააანალიზოს წარსული მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხარჯების მონიტორინგისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე