Робота для біженців з України
შიდა პროდუქტების ფოტოგრაფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა პროდუქტების ფოტოგრაფი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელოვნური ზედაპირის მასალას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას შიდა პროდუქტების ფოტოგრაფის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: 09:30-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: 1400 ლარი (ფიქსირებული)

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

პოზიციის მიზანი:

უზრუნველყოს კომპანიის შიდა პროდუქციის ამსახველი მაღალი ხარისხის ფოტო და ვიზუალური მასალა კომპანიის ციფრული არხებისთვის (ვებსაიტი, სოც. მედია, კატალოგი, პრეზენტაციები).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბაზისო ცოდნა ფოტოგრაფიის ტექნიკისა (კამერა, განათება, რაკურსები);
** გამოცდილება ან უნარი Adobe Lightroom/Photoshop-ის საბაზისო დონეზე;
** ყურადღება დეტალებისადმი და სისუფთავის სტანდარტის დაცვა;
** მოწესრიგებულობა და დროულად შესრულებული დავალებები;
** გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის (ფილები, აქსესუარები) მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება;
** გარემოს, განათებისა და კომპოზიციის სწორად ორგანიზება გადაღებისთვის;
** ფოტოების დამუშავება საბაზისო დონეზე (ფერის კორექტირება, რაკურსის გასწორება, ზომის ადაპტირება);
** გადაღებული მასალის დახარისხება და სწორად სახელდებული ფაილებით ჩაბარება მარკეტინგის გუნდს;
** ფოტოსესიების წინასწარ დაგეგმვა მარკეტინგთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "შიდა პროდუქტების ფოტოგრაფი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე