დასახელება:
საბავშვო ბაღის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
შავნაბადა
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა", აცხადებს კონკურსს საბავშვო ბაღის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბავშვო ბაღის ყოველდღიური მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი;
** ბაღის პერსონალის მართვა;
** ზრუნვა აღსაზრდელთა და დასაქმებულთა უსაფრთხოებაზე;
** ბაღის შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო ყველა რესურსის (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური) განსაზღვრა;
** კომუნიკაცია მშობლებთან, ინფორმაციის მიწოდება და უკუკავშირის მიღება;
** ჩართულობა თანამშრომელთა შერჩევის, შეფასებისა და პროფესიული განვითარების პროცესში;
** ზრუნვა ინვენტარსა და სასწავლო რესურსზე;
** ჩართულობა ავტორიზაციის პროცესებში;
** ბაღში მიღებაზე რეგისტრირებული ბავშვების ბაზის კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება;
** ანგარიშგება დამფუძნებელთან დადგენილი პერიოდულობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (მიენიჭება უპირატესობა);
** საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულებაში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე: vacancy@shavnabada.edu.ge.
|
|
|
|