დასახელება:
მომხმარებელთა კომუნიკაციის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას, ჩამოსასხმელი ხელოვნური ზედაპირის მასალას.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/
კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა კომუნიკაციის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს გრაფიკი: 09:30-18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის N109;
ანაზღაურება: 1200 ლარი (ფიქსირებული)
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
პოზიციის მიზანი:
მომხმარებელთა კითხვის პასუხად ყველა ციფრული და სატელეფონო არხის ეფექტური მართვა, შეკვეთების/მიწოდების პირობების გადამოწმება და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული წერა და მეტყველება ქართულად;
** მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
** ბმულებით და ტექნიკური ინსტრუქციებით სწრაფი და ზუსტი ოპერირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა
** სოციალური ქსელებისა და ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (WhatsApp Web, Messenger, Excel - საბაზისოდ);
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა მომხმარებელთან მინიმალური კომუნიკაციისთვის;
** სასურველია ტექსტური შეტყობინებების სტილში სისწრაფე და სიზუსტე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტელეფონის, ვოთსაფის, ფეისბუქ მესენჯერის და სხვა ციფრული არხების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა კითხვებზე დროული, სრული და თავაზიანი პასუხების მიწოდება;
** შეკვეთებთან, მიტანის პირობებთან და სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება და მიწოდება;
** რთული ან გადაუდებელი შეკითხვების შემთხვევაში საკითხის სწორი ადრესატისთვის გადამისამართება;
** კომპანიის პროდუქტების შესახებ წინასწარ მომზადებული სტანდარტული პასუხების გამოყენება (სკრიპტები);
** უკუკავშირის მიღება მომხმარებლებისგან და მათი გადაცემა შესაბამის განყოფილებებს;
** კომენტარებზე პასუხი კომპანიის სოციალურ გვერდებზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მომხმარებელთა კომუნიკაციის ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|