Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
მარკეტების ქსელი "გვირილა" ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:

** კომუნალური სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია (განცხადებების შეტანა, საპასუხო წერილების გაგზავნა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება);
** დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და შენახვა;
** კომუნიკაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესაბამისი ნებართვების მოპოვების მიზნით;
** საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
** ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, მათ შორის ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ახმეთ მელაშვილის ქუჩა #2 (სათავო ოფისი);
ანაზღაურება: 1000 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@gvirila.com.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე