დასახელება:
მიმწოდებელი - დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
ფრეში
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ჩვენი სასოფლო-სამეურნეო და სადისტრიბუციო კომპანია FRESH ეძებს ახალ თანამშრომელს მიმწოდებლის - დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გადაზიდვა - მიწოდება კომპანიის კუთვნილი ან საკუთარი მსუბუქი ავტომობილით (შესაბამისი ანაზღაურებით)
** გადაზიდვა თბილისი, ნუცუბიძის ფერდობიდან ქალაქის მასშტაბით
** თითოეული მისაწოდებელი შეკვეთის წონა 2-10 კგ.
** სამუშაო დრო არასრული განაკვეთი, 06:00 საათიდან 4-7 საათი, ყოველდღე გარდა კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა.
** ყოველთვიური საწყისი ანაზღაურება ორგანიზაციის მანქანით - 1000 ₾, საკუთარი მანქანით -1500 ₾ + ბონუსები.
** საწვავის ხარჯებს, საპენსიო შენატანს და ტელეფონის ხარჯებს სრულად იხდის ორგანიზაცია.
** შეკვეთების მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, ანაზღაურება მოიმატებს შესაბამისად.
ფუნქციები:
** ბოსტნეულის (სალათის ფოთოლი) მიტანა საწყობში მეურნეობებიდან ან/და მომწოდებლისგან
** ბოსტნეულის დახარისხება შეკვეთების მიხედვით.
** პროდუქციის მიწოდება თბილისის მასშტაბით, მენეჯერის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეკვეთების შესაბამისად.
** ჩეკის ამობეჭდვა და ანგარიშის ჩაბარება მენეჯერთან
** ნავაჭრი თანხისა და დოკუმენტების შესაბამისი წესით მენეჯერისათვის ჩაბარება.
** საჭიროების შემთხვევაში ახალი მომხმარებლების/კლიენტების მოძიება
აუცილებელი მოთხოვნები:
** ავტომობილის მართვის მოწმობა სავალდებულოა "B" კატეგორია.
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა
** ორგანიზებულობა
** აკურატულობა და პუნქტუალობა
ზოგადი მონაცემები: ასაკი: 18 წლიდან
გთხოვთ ამა წლის 3 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი ან თქვენი CV მისამართზე: fresh.vakansia@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|