Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ეკორენტი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სამშენებლო ხელსაწყოების და მოწყობილობების გაქირავების კომპანია "ეკორენტი" (https://ecorent.ge/) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

თუ გსურთ, რომ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი და იყოთ კომპანიის ზრდის და განვითარების ნაწილი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

მოვალეობები:

** საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული აღრიცხვა
** საწყობის მარაგების კონტროლი და ინფორმაციის მიწოდება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** ქსელისა და საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მარაგების მიწოდების შეუფერხებლობის, დროულად მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საწყობში საქონლის მიღება-გაცემა, საბუთის დამოწმება და შესაბამის სააღრიცხვო სისტემაში მათი რეგისტრაცია;
** საწყობის დალაგებისა და მოწესრიგების პროცესის მართვა, საწყობის ფართის ოპტიმალურად ათვისების უზრუნველყოფა;
** საწყობის ყოველთვიური აღწერის, პერიოდული დალაგება-მოწესრიგების პროცესში მონაწილეობა;
** მენეჯმენტთან კოორდინაციით დასახული ინსტრუქციების და დირექტივების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მონაცემთა ანალიზი და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** Microsoft Office-ის კარგ სამუშაო დონეზე ცოდნა;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია თვისებებია პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა;

პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე (ანაზღაურებადი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი
** ანაზღაურება: 2000 ლ (დარიცხული)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 15

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@ecorent.ge დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე