დასახელება:
გაზსადენების ქსელების მართვის სამსახურის ზეინკალი
|
მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას გაზსადენების ქსელების მართვის სამსახურის ზეინკლის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება: კონკურენტული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი განათლება
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** გაზსაშიში სამუშაოების შესრულებისას სამუშაოზე დაშვების მოწმობის, გამართული ინსტრუმენტების კომპლექტისა და აუცილებელი მასალების არსებობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო ინსტრუმენტების გამართულობის უზრუნველყოფა, მასალების რაციონალურად ხარჯვა;
** სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მუშაობის პროცესში ავარიებისა და საწარმოო ტრავმების აღკვეთისათვის ზრუნვა;
** დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
** სამუშაო ადგილზე ტრავმების, ავარიების და უბედური შემთხვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება;
** მიბარებული დანადგარების მოვლა-პატრონობა;
** სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 11 ივლისი
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|