დასახელება:
ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერის დამხმარე
|
მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 11 ივლისი
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სადისპეტჩეროს დისპეტჩერის დამხმარეს პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ. 18ა;
ანაზღაურება: კონკურენტული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება
დამატებითი მოთხოვნები:
** სასურველია ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საქმისადმი ერთგულება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** დისპეტჩერისთვის სამუშაო პროცესში დახმარების გაწევა;
** გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში ქალაქის მკვებავ სათავო და შიდა გაზგამანაწილებელ სადგურებზე წნევის რეგულირება;
** ქალაქის მკვებავ სათავო გმს-ებიდან გაზის ხარჯის შესახებ ინფორმაციის საათში ერთხელ (ზაფხულის სეზონზე - ყოველ 2 საათში ერთხელ) მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში გაზსადენებზე მომხდარი ავარიებისას შესაბამისი სამსახურების გამოძახების უზრუნველყოფა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე კონტროლის განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში გმს-ის ოპერატორების მიერ გადმოცემული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა და მათი სიზუსტის შემოწმება;
** სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების ან/და ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** ცენტრალური სადისპეტჩეროს დებულებითა და კომპანიის შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
** მთავარი დისპეტჩერის, სადისპეტჩეროს უფროსის, სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის მოადგილის, სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის, კურატორი დირექტორის და გენერალური დირექტორის სხვა სამსახურებრივი დავალებებისა და მითითებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 11 ივლისი
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|