დასახელება:
საერთაშორისო აეროპორტის ვიპ ლაუნჯის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ ლაუნჯის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
თანამდებობრივი სარგო: 3270 ლარი (GROSS)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება.
** ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი (დღიური/თვიური ბრუნვა, ხარჯები, მოგება).
** ინვენტარის და მარაგების კონტროლი, მათი განახლების, ჩანაცვლების საჭიროებების გამოვლენა და დადგენილი წესების შესაბამისად სათანადო პროცესების ინიცირება.
** პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** სერვისების გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება.
** მომსახურე აღჭურვილობის, ავეჯის, სამზარეულო ტექნიკის დაზიანებისას, შეკეთების მიზნით დადგენილი წესების შესაბამისად სათანადო პროცესების ინიცირება.
** მომსახურების პროცესების მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კონტროლი.
** ხარისხის სტანდარტების დაცვა ყველა საფეხურზე (სამზარეულო, მომსახურება, სისუფთავე).
** მაღალი დონის მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.
** მომხმარებელთა უკუკავშირის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
** ლაუნჯის პერსონალის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება. მომსახურე პერსონალის მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სწავლებების შემუშავება, დაგეგმარება და კონტროლი.
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის თანაბრად გადანაწილება, მათთვის სიახლეების დროული გაზიარება და სწავლების პროცესში ჩართულობა
** სერვისში მომუშავე პერსონალის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ეფექტური მართვა.
** სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვა, პერსონალის ცვლის გრაფიკის შემუშავება და ოპტიმიზაცია.
** ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესება.
** მომხმარებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
** სერვისების დაგეგმვა და კოორდინაცია (კატერინგი, დასუფთავება, და სხვ.).
** უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა და მათი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან ტურიზმის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სარეზერვაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
კომპიუტერული პროგრამები:
** Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint - ძალიან კარგად ცოდნა.
** ენები: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
|
|
|
|