Робота для біженців з України
გაყიდვების სუპერვაიზერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისის არაქსელურ მაღაზიაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: იმერეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 სთ- 18:00სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი/ცვეთა;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და შენარჩუნება;
** გაყიდვების მართვა;
** ბაზრის კვლევა და ანგარიშგება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ინფორმაცია ბმულზე: https://foodservice.self.ge/s/Fyn0
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე