დასახელება:
სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მეტროპოლ მენეჯმენტ
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
"მეტროპოლ მენეჯმენტი` - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვება/ლანჩი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე;
** სექტორულად მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტები;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა;
** მშენებლობის ბიუჯეტის მართვა/კონტროლი;
** მშენებლობის გეგმა-გრაფიკის დედლაინების კონტროლი;
** პროექტის ტექნიკური მხარის შეფასება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირების ეტაპზე ტექნიკური რევიზიის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი -შესრულებული სამუშაოების შეფასება;
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების მომზადება;
** გეგმა-გრაფიკების დაცვის მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება;
** გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის პროცესთან შესაბამისობის კონტროლი;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგება;
** მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ინჟინერია);
** სამშენებლო სფეროში მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** სამშენებლო სამართლებრივი ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** AutoCAD; ArchiCADპროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** პრობლემის იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივნისი;
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამშენებლო პროექტის ტექნიკური მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|