დასახელება:
სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
Book Cafe
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
კაფეთა ქსელი "Book Cafe" "ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა 2014 წლიდან.
Book Café-ს მენიუ გამოირჩევა იტალიური და აზიური გასტრონომიული კულტურის იდეალური სინთეზით, რომელზეც მუშაობენ უმაღლესი სტანდარტების კერძების განახლებაზე ორიენტირებული შეფმზარეულები. კაფეს ინტერიერი მყუდრო, აკადემიური და დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რაც ქმნის კომფორტულ და გემოვნებიან სივრცეს მომხმარებლისთვის.
Book Café-ში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა: ღვინის დეგუსტაცია, საქველმოქმედო პროექტები, კითხვის საათი, შეხვედრები მწერლებთან და კულტურის წარმომადგენლებთან და სხვა.
"Book Café" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კანდელაკის 7.
გრაფიკი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კაფეს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სტუმრებთან კომუნიკაცია;
** ფილიალის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით.
აუცილებელი უნარები:
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@piatto.ge.
გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ პოზიციის სათაური (სუპერვაიზერი) და ქალაქი (თბილისი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|