Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორესპონდენციის მართვა და საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში;
** შეხვედრების ორგანიზება და კლიენტების, სტუმრების, პარტნიორების მიღება / დახვედრის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR-კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა;
** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე