დასახელება:
საქმეთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
Tesen Constraction
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", "Tesen Logistics", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"TESEN CONSTRACTION" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი და აბასთუმანი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება და პროექტის მენეჯერისათვის/საიტ მენეჯერისთვის აღწერილობის მიწოდება;
** პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა მისი პროფილის შესაბამისად;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, მობილური ჯგუფების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
** მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
** პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელი პირების საქმის კურსში ჩაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება;
** სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური რეპორტის მომზადება და ტექნიკური განყოფილებისთვის მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო/საგზაო სფეროში
** სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების Word და Excel სამუშაო დონეზე ცოდნა
** სფეროს მარეგულირებელი აქტების და სტანდარტების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** კორპორაციული ფასდაკლების ბარათებს;
** კვება;
** სწავლის დაფინანსებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|