დასახელება:
SITE მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Tesen Constraction
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Constraction", "Tesen Logistics", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
"TESEN CONSTRACTION" აცხადებს ვაკანსიას SITE მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - თბილისი და აბასთუმანი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის მასალების გაცნობა დეტალურად;
** პროექტის დაგეგმვის და ბიუჯეტირების პროცესებში მონაწილეობა;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით უბანზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, ბრიგადების მუშაობის განრიგების შედგენა;
** პროცედურებით განსაზღვრული ყოველდღიური რეპორტების წარმოება/შეგროვება და პროცედურით განსაზღვრულ პირებთან გაგზავნა;
** მუშებთან ნამუშევარ საათებზე მიღება-ჩაბარების აქტების გასაფორმებლად ტექნიკური ინჟინრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების უზრუნველყოფა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და პროექტის მენეჯერთან საკითხის დაყენება, რეაგირების წინადადებების შეთავაზება და მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება;
** სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევების, გართულებების განხილვა, შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე შექმნილი დროებითი საწყობის დადგენილი სტანდარტების მიხედვით მართვის უზრუნველყოფა;
** საიტზე დისციპლინის წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი აკადემიური განათლება.
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, სამშენებლო/საგზაო სფეროში
** სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების Word და Excel სამუშაო დონეზე ცოდნა
** სფეროს მარეგულირებელი აქტების და სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორაციული ფასდაკლების ბარათებს
** ბონუსს, შესრულებული სამუშაოს მიხედვით
** სწავლის დაფინანსებას
** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeugroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|