Робота для біженців з України
საბავშვო ბაღის მენეჯერი, მზარეული, დიასახლისი, მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბავშვო ბაღის მენეჯერი, მზარეული, დიასახლისი, მასწავლებელი
მომწოდებელი: პიელ ნატურალსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "პიელ ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას საბავშვო ბაღში მენეჯერის, მზარეულის, დიასახლისის და მასწავლებლის პოზიციებზე.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 40 საათი.
** შაბათ-კვირა: დასვენება.

ანაზღაურება: 1 000₾ + (გამოცდილების მიხედვით)
ლოკაცია: ნუცუბიძის მე-4 პლატო.

ძირითადი მოვალეობები/ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** საბავშვო ბაღში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსის" (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე