Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" შვილობილი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე

სამშენებლო კომპანია "ანაგი" ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ მთავარ ბუღალტერს ერთ-ერთი შვილობილი კომპანიისთვის. მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვაზე, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტესა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS), საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სრული საბუღალტრო ციკლის მართვა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებიდან ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე.
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური დახურვის პროცესების ეფექტიანი მართვა და კონტროლი.
** სანდო შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და შენარჩუნება აქტივების დაცვისა და ფინანსური ინფორმაციის სანდოობის უზრუნველსაყოფად.
** ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა) მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა.
** საჭიროებისამებრ, მენეჯერული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მხარდაჭერა.
** საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების მომზადებისა და მარეგულირებელ ორგანოებში დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მუდმივი განახლება ცვალებადი საკანონმდებლო და ბიზნესგარემოს შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი).
** ACCA-ს სერტიფიკატი (ან სწავლის დასკვნით ეტაპზე ყოფნა) ან სხვა ეკვივალენტური საერთაშორისო პროფესიული კვალიფიკაცია ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

გამოცდილება:

** მთავარი ბუღალტრის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება.
** სასურველია სამშენებლო სფეროში ან მრავალპროფილიანი ჰოლდინგის სტრუქტურაში (შვილობილ კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების, ასევე ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციების საფუძვლიანი ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (B2 დონე ან უფრო მაღალი, როგორც წერილობითი, ისე ვერბალური კომუნიკაციისთვის).

კომპიუტერული პროგრამები:

** MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ისა) პროფესიულ დონეზე ფლობა.
** საბუღალტრო პროგრამა Balance-სთან და ORIS-სთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ასევე პრობლემების გადაჭრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირება და მაღალი სიზუსტის დაცვა სამუშაოს შესრულებისას.
** ეფექტიანი კომუნიკაციის, მათ შორის, რთული ფინანსური ინფორმაციის ნათლად გადმოცემის უნარი.
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში გუნდის მართვის უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39

შერჩევის ეტაპები:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება - პროფესიული ცოდნა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

განაცხადის შემოტანა:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge, 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი (შვილობილი კომპანია)". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა არ განიხილონ.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.anagi.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე