Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: NB Dental
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კლინიკა "NB Dental" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.

თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება და რეგისტრაცია
** ზარებისა და ელექტრონული შეტყობინებების პასუხის გაცემა
** ვიზიტების დაგეგმვა და ექიმებთან კოორდინაცია
** პაციენტების მონაცემთა დამუშავება დენტოსის პროგრამაში
** სამედიცინო დოკუმენტაციის (რეცეპტები, დირექტივები) გაცემა/მიღება
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდები, ქვითრები)
** კლინიკის გაღება/დაკეტვა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომუნიკაბელურობა
** კეთილგანწყობა
** ხარისხზე ორიენტირებული სერვისის მიწოდება
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა

ჩვენთან გთავაზობთ:

** 38 საათიან სამუშაო გრაფიკს
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა სამი თვის შემდეგ
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და გუნდს

კლინიკის მისამართია: თბილისი, დავით თავხელიძის ქ N1 (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: career@nbdental.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე