დასახელება:
1C ERP მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია ანაგი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას 1C ERP მენეჯერის თანამდებობაზე
კომპანია "ანაგი" ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ 1C ERP-მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ERP-სისტემის დანერგვის ტექნიკურ მხარდაჭერასა და მის შემდგომ ადმინისტრირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ERP-პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა და მხარდაჭერა:
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად შიდა მომხმარებლების ინიციატივების შეფასება და ბიზნესმიზნების ERP-სისტემის ფუნქციონალთან შესაბამისობაში მოყვანა, ტექნიკური დავალებების დამუშავება;
** შიდა მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა მიმდინარე ბიზნესპროცესების ERP-სისტემაში სწორად ასახვისა და ტექნიკური დამუშავების მიზნით;
** მომხმარებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** სისტემის კონფიგურაციის, პერსონალიზაციისა და ტესტირების ფაზებში აქტიური მონაწილეობა;
** კოორდინაციის შენარჩუნება და მართვა ვენდორსა და შიდა მომხმარებლებს შორის.
სისტემის კონფიგურაცია და ტესტირება:
** 1C ERP-მოდულების კონფიგურაციის ზედამხედველობა ბიზნესმოთხოვნებისა და სამუშაო პროცესების შესაბამისად;
** სისტემის სიზუსტის, საიმედოობისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ტესტირების პროცედურების მართვა მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
მონაცემთა მიგრაციისა და ვალიდაციის მართვა/უზრუნველყოფა:
** მონაცემთა მიგრაციის პროცესის მართვა ძველი სისტემებიდან 1C ERP-ში მონაცემთა სიზუსტისა და მთლიანობის უზრუნველყოფით;
** მონაცემთა ვალიდაციის პროცესების დანერგვა მონაცემთა სიზუსტისა და მასზე დაფუძნებული სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად.
მომხმარებლის მხარდაჭერა: მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემების აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში ვენდორთან ტექნიკური დავალების ინიციირება და შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე სფეროში;
** სულ მცირე, 2-წლიანი რელევანტური სამუშაო გამოცდილება ERP-სისტემებთან (სასურველია 1C ERP);
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
შერჩევის ეტაპები:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** ტესტირება - პროფესიული ცოდნა და ზოგადი უნარები;
** გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
განაცხადის შემოტანა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge, 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "1C ERP მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა არ განიხილონ.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.anagi.ge.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|