Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ზედაზენი 2012
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა;
** საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება, მართვა;
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა და სწორი მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის მიღება/დასაწყობება, საწყობის ნაშთების კონტროლი, ვადაგასული წუნდებული პროდუქციის მიღება და ჩამოწერა;
** შეკვეთილი პროდუქციის სწორი განლაგება სადისტრიბუციო მანქანებში;
** აღწერების დაგეგმვა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
** სხვა დამატებითი უფლება-მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში. თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე