დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ორეი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის დირექტორის მხარდაჭერა, პირადი ადმინისტრაციული და ტექნიკური ასისტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება ყველა საჭირო პარტნიორთან, რომლის სერვისის მიღებაც შესაძლოა დასჭირდეს ხელმძღვანელს;
** ახალი ინოვაციური სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მუდმივი სწრაფვა; ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
** ხელმძღვანელთან დაკავშირებული კორპორაციული დოკუმენტების მართვა; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის კონფიდენციალური წერილების/მასალების მომზადება და ადმინისტრირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.
უნარები:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სიმეტრას" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
"სიმეტრას" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|