Робота для біженців з України
კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ფოლაბი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "ფოლაბი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

"ფოლაბი" - სანდო და ინოვაციური ფოლადის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 30 წელზე მეტია ქმნის გრძელვადიან ღირებულებას მომხმარებელთათვის.
ერთად შევქმნათ საუკეთესო სამშენებლო გადაწყვეტილებები.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://pholabi.ge/

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ლიბანის 6 (ავჭალის ტერიტორია)

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო კონსტრუქციული პროექტების მომზადება;
** ნახაზებისა და საინჟინრო გამოთვლების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება-სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (სრული/არასრული);
** არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე info@pholabi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე