დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბლექ სი დისთრიბუშენი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი (ანდრონიკაშვილის 143)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 ლარი (გამოსაცდელის ვადის შემდეგ 3000 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
** სახელფასო სისტემების და საკადრო პროცესების ადმინისტრირება;
** HR დოკუმენტაციის მართვა და დამუშავება;
** თანამშრომლების ონბორდინგისა და ოფბორდინგის პროცესების მართვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა განვითარების გეგმის შემუშავება და ტრენინგების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვა და პერფორმანს მენეჯმენტი;
** ჩართულობისა და კმაყოფილების კვლევების ჩატარება და მაკორეგირებელი გეგმის შემუშავება;
** შრომის ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების მომზადება სახელფასო პოლიტიკის განახლების მიზნით;
** შრომითი კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი და იმპლემენტაცია;
** HR სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
** კორპორაციული კულტურის მხარდაჭერა და გუნდური ღონისძიებების ორგანიზება;
** კონფლიქტების მართვა და მედიაცია;
** კომპანიის იმიჯზე ზრუნვა და შიდა/გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და რესურსების ეფექტური მართვა
საკვალიფიკაციო და პიროვნული უნარების მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება HR მენეჯერის ან ანალოგიურ პოზიციაზე;
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Office, HRMS სისტემები);
** ძლიერი კომუნიკაციის, ანალიზის და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2025 წლის 1 ივლისამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "HR მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|