დასახელება:
ავეჯის არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
მობილია ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
შპს "მობილია ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის არქიტექტორის პოზიციაზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს უნარი ფუნქციური და ინოვაციური დიზაინის შექმნისა. კანდიდატი უნდა ფლობდეს სივრცით და სტრუქტურულ აზროვნებას, იცნობდეს თანამედროვე მასალებს და წარმოების პროცესებს.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
კვებას და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია
ძირითადი მოვალეობები:
** ინდივიდუალური და კომერციული პროექტებისთვის ავეჯის არქიტექტურული დიზაინის შემუშავება
** არქიტექტურულ და ტექნიკურ ნახაზებზე მუშაობა (AutoCAD ან სხვა)
** მასალების შერჩევა და საინჟინრო დეტალების განსაზღვრა
** კოორდინაცია წარმოების გუნდთან და კლიენტებთან
** ახალი დიზაინის ტენდენციების კვლევა და ინტეგრაცია
მოთხოვნები:
** განათლება არქიტექტურაში, ინდუსტრიულ ან ინტერიერის დიზაინში
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ავეჯის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული და კრეატიული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: info@mobilia.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: 591 927 100;
|
|
|
|