დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ჯინო აკვაპარკი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უფროსი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობის ქვეშ;
** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვის კონტროლი;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკის სისტემაში;
** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
აუცილებელი ცოდნა & უნარები:
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ** ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
** Microsoft Office (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|