დასახელება:
ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ხარჯების ანალიზის წარმართვა, დანადგარებისა და მოწყობილობების პარეტოს ანალიზის შექმნა
** ტექნიკური ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა, ხარისხის შენარჩუნების გზით.
** ინჟინერ-მექანიკოსების გუნდის ეფექტური მართვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წარმოების ** დანადგარებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე
** სათანადო დოკუმენტ-ბრუნვის წარმართვა სათადარიგო ნაწილების ჩამოწერისთვის, დასრულებული ** სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
** წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების შეფერხების მიზეზების ანალიზის ჩატარება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
** პასუხისმგებელია დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებასა და ტექნიკური თანამშრომლების (ოპერატორები, ინჟინრები) პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებაზე.
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით
** 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, ენერგეტიკული მიმართულებით კვების მრეწველობაში ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში
** პრაქტიკული გამოცდილება აღჭურვილობის დამონტაჟებაში ან ექსპლუატაციაში და კვების მრეწველობის ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
** სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
** MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C სასურველია
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
** პროექტების მართვის უნარი
** ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 12 ივლისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|