დასახელება:
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეველოპერული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 12 ივლისი
|
დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
** სამუშაო დრო: სრული
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე ობიექტზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
** ობიექტის რისკების შეფასების და მაკორექტირებელი ღონისძიებების წარმოება;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** დროებითი სამუშაოების საფრთხეებისა და რისკების კონტროლი;
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება.
ცოდნა და გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატის ფლობა. შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: hrnutsubidze@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|