დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკის კომპიუტერული ტექნიკის და პერიფერიული მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვა;
** IT ინციდენტების აღმოფხვრა და მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება);
** კლინიკის ლოკალური და უსადენო ქსელის მომსახურება/მონტაჟი;
** VoIP ტელეფონების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის პოზიციაზე;
** Windows ოპერაციული სისტემების კარგად ცოდნა (Windows 10/11);
** პრინტერების, სკანერების და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციის, კონფიგურაციის და დიაგნოსტიკის უნარი;
** ქსელის საბაზისო ცოდნა: IP, DNS, DHCP, VLAN;
** Active Directory-ში მომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნისა და მართვის უნარი;
** მომხმარებლის მხარდაჭერის უნარი როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია.
უნარები:
** პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 30 ივნისამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება .
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|