Step-ის Junior IT Academy აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიების ლექტორის (9-13 წელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი. ალ. ყაზბეგის 34/34 ბ
სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური (ლექციებიდან გამომდინარე)
მოკლე აღწერა: Step-ის Junior IT Academy არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს 9-13 წლის ბავშვებისთვის ტექნოლოგიებისა და პროგრამირების საფუძვლების სწავლებას. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, როგორებიცაა: ვებდიზაინი, პროგრამირება (Python, JavaScript), მიკროელექტრონიკა (Arduino, BBC Micro:bit), 3D მოდელირება, თამაშების შექმნა და მობილური აპლიკაციების დიზაინი და შექმნა.
ვალდებულებები:
** ლექციების ჩატარება პროგრამის მიხედვით ერთ-ერთ ან რამდენიმე მიმართულებებში:
** პროგრამირება (Python Turtle, JavaScript);
** მიკროელექტრონიკა და რობოტიკა (Arduino, BBC Micro:bit);
** თამაშების შექმნა (Gamefroot, Construct 3);
** 3D მოდელირება და ბეჭდვა (Tinkercad);
** კომპიუტერის არქიტექტურა (პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ უსაფრთხოება);
** მოსწავლეების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
** საკლასო გარემოს მართვა, ბავშვებთან კომუნიკაცია და მოტივაციის შექმნა;
** შემოქმედებითი, ინტერაქტიური და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენება;
** სასწავლო პროგრესის შეფასება (ქვიზები, პროექტები, პრეზენტაციები);
** საჭიროების შემთხვევაში, მშობლებთან კონსულტაციები.
მოთხოვნები:
** ტექნოლოგიების სფეროს სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში.
ცოდნა ერთ ან რამდენიმე მიმართულებაში:
** პროგრამირება (Python, JavaScript);
** რობოტიკა/მიკროელექტრონიკა (Arduino, Micro:bit);
** აპლიკაციების დიზაინი (App Inventor);
** თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების ცოდნა და ბავშვებთან პოზიტიური ურთიერთობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები;
** შემოქმედებითი და მოტივირებული პიროვნება.
რას გთავაზობთ:
** ინოვაციურ, მოტივირებულ და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული განვითარება და ტრენინგები;
** მაღალტექნოლოგიური გარემო (3D პრინტერი, Arduino, ლაბორატორია);
** კონკურენტული ანაზღაურება;
** Step-ის Junior IT Academy-ს განვითარებაში ჩართულობის შესაძლებლობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@itstep.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2025 წელი
IT Academy STEP (აიტი აკადემია სტეპ- ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები IT Academy STEP (აიტი აკადემია სტეპ- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|