Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ნიკს ჰოლდინგი" ვაკანსიას აცხადებს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, რეგულარული ვიზიტებით რეგიონებში (შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ: Niks Holding არის დინამიკურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.

Niks Holding-ში დასაქმებულია 100-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი, რომლებიც ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალ გუნდს. ჩვენი ძალა სწორედ ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

Niks Holding მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ იყოს ლიდერი მის სფეროში და მოახდინოს სტაბილური ზრდა და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** ეკონომიკის, მიწოდების ჯაჭვის მართვის, ან მსგავს სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
** მაგისტრატურა უპირატესობად ჩაითვლება;

გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში/ გაყიდვებში მუშაობის, უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება აგრობიზნესში საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.

ცოდნა:

** შესყიდვების დაგეგმვა, მიმწოდებლის შერჩევა, ლოგისტიკა;

უნარები:

** მოლაპარაკების და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და გეგმაზომიერი მიდგომა;
** ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური - უპირატესობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მზადყოფნა ხშირი მგზავრობისთვის რეგიონებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი მიმწოდებლების იდენტიფიცირება და პარტნიორობის ჩამოყალიბება;
** შესყიდვის საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა;
** შესყიდვების გეგმისა და სტრატეგიების შემუშავება, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით;
** მიმწოდებლების ანგარიშგება და მონაცემთა მართვა;
** ლოგისტიკისა და საექსპორტო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მოქმედი კანონმდებლობისა და საექსპორტო რეგულაციების დაცვა;
** მონაწილეობა აგრარულ ბაზრობებში, შეხვედრებსა და ვიზიტებში.

რას გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობები პერსპექტიულ გუნდში;
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;
** პროფესიული ზრდისა და სწავლების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მისამართზე: HR@NIKSholding.com, გთხოვთ მიუთითოთ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: შესყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე