Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ნიკს ჰოლდინგი" ვაკანსიას აცხადებს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, რეგულარული ვიზიტებით რეგიონებში (შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ: Niks Holding არის დინამიკურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.

Niks Holding-ში დასაქმებულია 100-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი, რომლებიც ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალ გუნდს. ჩვენი ძალა სწორედ ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

Niks Holding მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ იყოს ლიდერი მის სფეროში და მოახდინოს სტაბილური ზრდა და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკის, ლოჯისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მართვის, ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი;
** სასურველია ცოდნა სურსათის უვნებლობის მიმართულებით (HACCP-ის სერტიფიცირების შესახებ);
** გამოცდილება საწყობების მომარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაში,
** FIFO - სააღრიცხვო მეთოდისა და დასაწყობების სტანდარტების ცოდნა,
** ფიტოსანიტარიულ და მარკირების წესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად,
** აგრო პროდუქციის შენახვის და მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად,
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მიმართულებით, უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება აგრობიზნესში საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.

პიროვნული უნარები:

** ქართული და რუსული ენების სრულფასოვანი ფლობა; სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება, სტრესის პირობებში სიმშვიდის შენარჩუნება და ჯგუფების ხელმძღვანელობის უნარი;
** მზადყოფნა იმოგზაუროს საქართველოს რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, გურია, სამეგრელო).

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების და ვადების კონტროლი;
** სამაცივრე სისტემების და კამერების ფუნქციონირება;
** ინვენტარიზაცია, ინვენტარიზაციის ჩატარება, KPI-ების მონიტორინგი, პროგნოზირება;
** ტემპერატურის, ტენიანობისა და ჰაერის ნაკადის კონტროლი სხვადასხვა ხილისთვის; (წინასწარი გაციება, პალეტიზაცია);
** პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება - HACCP/ISO 22000;
** დასაწყობების პრინციპების FIFO და FEFO დაცვა და კონტროლი;
** ნარჩენებისა და სოკოვანი დაავადებების მართვა და ტესტირება;
** პერსონალის მართვა;
** ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურება და მართვა პრევენციული / ტექნიკური მომსახურება; ავარიულ სიტუაციებზე რეაგირება;
** ჰიგიენისა და ტექნიკის უსაფრთხოების კონტროლი.

რას გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობები პერსპექტიულ გუნდში;
** ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;
** პროფესიული ზრდისა და სწავლების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV) მისამართზე: HR@NIKSholding.com, გთხოვთ, მიუთითოთ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე