Робота для біженців з України
არაკომერციული შესყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არაკომერციული შესყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში არაკომერციული შესყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული შესყიდული საბუთების გატარება SAP სისტემაში;
** შესყიდული საქონლის ნაშთზე დასასმელად და გადასარიცხად საჭირო ზედნადებების/ფაქტურების ამოღება RS-პლატფორმიდან;
** შეკვეთების მონიტორინგი და ნაშთზე დროულად დასმის კონტროლი;
** გადარიცხვის მოთხოვნების მონიტორინგი, თანხის გადარიცხვის ვადების დაცვის კონტროლი;
** შიდა სისტემიდან მონაცემების ამოღება/დამუშავება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამარწმუნებელიკომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სხვადასხვა მონაცემებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენის B2 დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
** თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1761
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე