Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: კაფელის სახლი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 1400 - 2000 ლარი.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28/30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე
სამუშაო საათები: 10:00 -19:00

სამსახურებრივი მოვალეობა:

** სალარო აპარატთან მუშაობა,
** კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

უპირატესობა მიენიჭება სალაროსთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატურას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით, Excel) ცოდნა.

კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი, ბ) შესყიდვების მენეჯერი (უმაღლესი განათლებისა და რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა,
** ანალიტიკური აზროვნება,
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი,
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.

საკონტაქტო პირი:
ელ.ფოსტა: cvceramichouse@yahoo.com
ვებ გვერდი www.peaniltd.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე