დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფენიქსი
|
გამოქვეყნდა: 12 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
ავეჯის მაღაზია "ფენიქსი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება (მაგ.პროდუქციის კატეგორიების, ავეჯის ბრენდების დამატება, ქსელის გაფართოვება, სერვისის გაუმჯობესება
** კომერციული წინადადებების შემუშავება, გაყიდვების ზრდის მიზნით (შეთავაზებები, აქციები, სიახლეები, მემორანდულების გაფორმება, ტენდერებში მონაწილეობა და სხ. მსგავსი);
** სარეალიზაციო არხების მოძიება და პოტენციური კლიენტების მოზიდვა, დაინტერესება ავეჯის შოურუმების განახლება);
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ავეჯის სამომხმარებლო ბაზრის ანალიზი, გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის წინადადებების შემუშავება და შეთავაზება;
** კონკურენტების პერიოდული ანალიზი, ავეჯის ინდუსტრიაში -ტრენდების, სიახლეების, ინოვაციებისთვის თვალყურის მიდევნება, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისა და შესაძლებლობის დადგენის მიზნით;
** შესრულებული სამუშაო ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტალური/წლიური ანგარიშის მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავეჯის გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
** კომუნიკაბელური, მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი - მოქნილი (შესაძლებელია სახლიდან მუშაობა და შემდეგ წინადადების წარდგენა);
** ხელფასი: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ყოველთვიური ბონუსი (გაყიდვებიდან მიღებული 1%-ი), მომატების პერსპექტივით;
** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: phoenix.furnituree@gmail.com
2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
|
|
|
|