Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: სეზანის საგამომცემლო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"შპს სეზანი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

წარმოება მდებარეობს: ქ.თბილისში, დიდი დიღომი, არჩილ მეფის 1;

"სტამბა სეზანი" პოლიგრაფიულ ბაზარზე, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ობსეტურად ნაბეჭდი პროდუქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
** ხელფასი გამოსაცდელ ვადაში NET: 1000 ლარიდან;

მოვალეობები და უნარები:

** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასაწყობებისა და შენახვის წესი;
** მონაწილეობა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში;
** სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების უნარი;
** საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოების ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება;
** ტექნიკური მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების მოხმარების წესები;
** სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულების უნარი;
** შიდა სამუშაო წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობად ჩაითვლება წარმოებაში საწყობში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა

გასაუბრების ეტაპები:

** განაცხადების/CV-ის გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება
** ინტერვიუ - გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: t.lortkipanidze@cezanne.ge 2025 წლის 1 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის ოპერატორი.

შპს სეზანი ტ: 2 35 70 02

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

"სეზანი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე