Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პირველადი დახმარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"პირველადი დახმარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ტრენინგებისა და სამედიცინო ინვენტარის მიმართულებით.

ჩვენი კომპანია 2019 წლიდან უწევს სამედიცინო სატრენინგო მომსახურებას, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს; 2024 წლიდან ჩვენი სერვისების მიმართულებას სამედიცინო ინვენტარით უზრუნველყოფაც დაემატა.

კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი (1 საათიანი შესვენებით)
სამუშაო ადგილი - On-site: გურამიშვილის გამზირი 39ვ (ჩვენი ტრენინგ-ცენტრი)
ფიქსირებული ანაზღაურება 1200-1500 ლარი + ბონუსი
კუთვნილი შვებულება, რომლის გამოყენება შეგიძლიათ დაიწყოთ მეორე თვიდან (თვეში 2 დღის დაგროვების პრინციპით, ან დააგროვოთ და გამოიყენოთ ერთიანად)
კომფორტული სამუშაო სივრცე და მშვიდი, მაქსიმალურად არასტრესული გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია და შეთავაზების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად KPI-ების დასახვა და შედეგების მონიტორინგი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი და ანალიზი.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისურის ცოდნა;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** GSuit-თან (Google Sheets, Google Docs, Google Forms, Google Calendar), მუშაობის გამოცდილება;
** ნებისმიერ CRM-ში მუშაობის გამოცდილებაც,

თუ ფიქრობთ, რომ შესაბამისი კანდიდატი ხართ, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე - contact@firstaidcenter.ge. Subject-ის ველში მიუთითეთ"გაყიდვების მენეჯერი".
CV-ების განხილვასა და გასაუბრებებს დავიწყებთ აპლიკაციების მიღების დასრულების შემდგომ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე